(რეზონანსი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „მინისტრის საათის" ფარგლებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. მას დეპუტატები მწვავე კითხვებით დახვდნენ, ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ როგორ აპირებს შს სამინისტრო პანკისის ხეობასთან მიმართებით არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლას.
„დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან, მშვიდად წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც აცნობიერებს რა მოხდა, გადაცდომის ფაქტები სად იყო. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ სოციალური პროტესტი, რომელიც აღმოჩნდა, ამას როდესაც ვაძლევთ პოლიტიკურ განზომილებებს ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, ეს არის შეცდომა.
რაც შეეხება მომავალს, შს სამინისტრო თავის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს მომხდარი ინციდენტის ეფეტური დაცხრომა, ამაში თუ მოგვეხმარებით, მადლობას გეტყვით, იმის მაგივრად, რომ პროცენტები დაგვითვალოთ, შეგიძლიათ, სრული პოზიტიური კონტროლის ქვეშ დააყენოთ ეს პროცესი, მოვიქცევით ისე, როგორც არის საჭირო ქვეყნის ინტერესებისთვის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის საჭირო", - განაცხადა გახარიამ.