რეზონანსი
02.05.2019

 „აბა დაფიქრდით - ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი. ამაზეა ნათქვამი "არ გინდოდათ რძე და ყველი"... და ახლა გვაქვს აი ეს" - წერს მიხეილ სააკაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე, „კურიერის" იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტზე ვაშინგტონიდან უარი მიიღო.

პრეზიდენტის მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვისა და კომუნიკაციის საკითხებში ირინა შენგელიას განცახდებით კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მრჩეველი განმარტავს, რომ პრეზიდენტი უარს ვერ მიიღებდა, რადგან ვიზიტი არც დაგეგმილა.

„არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ვიზიტის შესახებ მეორე მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უბრალოდ თარიღი არავისთვის არ არის ცნობილი. შესაბამისად ვერ გადაიდებოდა“, - აცხადებს ირინა შენგელია.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×