რეზონანსი
01.05.2019

 (რეზონანსი) წყალტუბოში, მაშველებმა ტყეში გზააბნეული 6 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტები სათაფლიის მღვიმის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ტყეში შევიდნენ და იქიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

გზააბნეულ პირებს შორის - 2 მოზარდი და თურქეთის 1 მოქალაქე იყო. ისინი მაშველებმა შეტყობინების მიღებიდან 35 წუთში იპოვეს.

ექვსივე ტურისტი თავს კარგად გრძნობს.

საძიებო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ წყალტუბოს პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×