რეზონანსი
01.05.2019

 (რეზონანსი) რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სუვერენული ინტერნეტის შესახებ შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

რუსული მედიის ცნობით, კანონის მიზანია რუსეთში არსებული ინტერნეტის ქსელის დაცვა იმ შემთხვევაში თუ მის გამართულად ფუნქციონირებას უცხო ქვეყნების მხრიდან საფრთხე დაემუქრება.

კანონის თანახმად, იქმნება ინტერნეტის მონიტორინგისა და მართვის ცენტრი, რომელიც ნებისმიერი ექსტრაორდინარული ვითარების დროს, რუსეთის ტერიტორიაზე ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.ახალი კანონი 2019 წლის ნოემბრიდან შევა ძალაში. ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ სადავო კანონი სახელმწიფო სათათბირომ 16 აპრილს დაამტკიცა. კანონპროექტი „რუნეტის" სახელწოდებით არის ცნობილი. ფედერალურმა საბჭომ კი 2019 წლის 22 აპრილს დაუჭირა მხარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×