რეზონანსი
01.05.2019

 (რეზონანსი) 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება და 2019 წლის 2 მაისიდან - 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.რეგისტრაციას ამ ეტაპზე უშუალოდ სკოლაში გადიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, ვინც ამ დღეს უკვე იქნება ექვსი წლის.

რაც შეეხება მისაღები პირველკლასელების კონტინგენტს, ცნობილია და, როგორც მინისტრის მოადგილემ განგვიმარტა, 57 ათას ბავშვს ელოდებიან, ადგილების რაოდენობა კი 59 000-ს შეადგენს.

(ედუ.არის.ჯი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×