რეზონანსი
01.05.2019

 თბილისის მეტროში კვლავ შეფერხებაა. ამ წუთებში მეტროპოლიტინის პირველ ხაზზე სადგურ "გურამიშვილზე" მატარებლიდან მგზავრები გადმოსხეს და "ახმეტელის" მიმართულებით არ უშვებენ. რამდენიმე წუთია მგზავრები სადგურის ბაქანზე დგანან და ელიან ვითარების გარკვევას. როგორ "რეზონანსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ისინი არც მომდევნო მატარებელში შეუშვეს. ბოლოს კი გამოუცხადეს, რომ უკან "ღრმაღელის" მიმართულებით ემოძრავათ. სავარაუდოდ, შეფერხება მორიგ ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×