რეზონანსი
01.05.2019

 (რეზონანსი) საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. პარიზში საპროტესტო აქციას ე.წ. ყვითელიჟილეტიანები, პროფკავშირების წარმომადგენლები და მემარცხენე რადიკალები მართავენ.

შავი ბლოკის წარმომადგენლებმა მონპასის ბულვარზე პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, ასევე რამდენიმე აფეთქების ხმაც გაისმა, რის შემდეგაც პოლიცია იერიშზე გადავიდა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მათ, ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ასევე პოლიციამ სულ მცირე 2 ადამიანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×