რეზონანსი
01.05.2019

 (რეზონანსი) ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში ილია მეორესთან შეხვედრაზე პანკისის ხეობის წარმომადგენლები იმყოფებიან. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

როგორც პანკისელებმა განაცხადეს, პატრიარქთან შეხვედრის სრული მზაობა გამოთქვეს და უწმინდესთან 21 აპრილს პანკისში მომხადარ მოვლენებთან დაკავშირებით სურთ საუბარი.

შეიცავდა თუ არა დანაშაულის ნიშნებს პანკისში მომხდარი ინციდენტი, ჟურნალისტის კითხვაზე, პანკისელებმა უპასუხეს, რომ ამ ფაქტს საერთაშორისო ორგანიზაციები დაადგენენ.

"რეალურად ამ გადაწყვეტულებამ ერთ ცუდ შედეგამდე მიიყვანა საზოგადოება. მოხდა დიდი დაპირისპირება. ეს, არ უნდა მომხდარიყო", - აღნიშნეს პანკისელებმა.

პანკისელები პატრიარქს მთავრობასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×