რეზონანსი
01.05.2019

 (რეზონანსი) წმინდა სინოდის სხდომა სექტემბრის ნაცვლად მაისის თვეში გაიმართება. ცნობილი ხდება, რომ 47 მღვდელმთავარი საპატრიარქოში 17 მაისამდე, ანუ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღემდე შეიკრიბება.

სასულიერო პირებისთვის გარდა ეს ინფორმაცია ცნობილია ექსპერტულ წრეებსა და თეოლოგებში. წმინდა სინოდის სხდომის მაისში გადმოტანასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილისთვისაც.

„წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში 2-ჯერ: დეკემბრის ბოლოსა და სექტემბერში იმართება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს საჭიროება სექტემბრის ნაცვლად სხდომა მაისში ტარდება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, წელს სწორედ ეს შემთხვევაა. წმინდა სინოდის სხდომა დაგეგმილზე 4 თვით ადრე- მაისში ჩატარდება. ჩემი ინფორმაციით, ამის მიზეზი 17 მაისია. მღვდელმთავრებმა უნდა იმსჯელონ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეზე და უნდა შეაჯამონ საერთო პოზიცია", - აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

კიდევ ერთი თემა, რაზეც სინოდი იმსჯელებს დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხია.

„მამა გიორგი მამალაძის თემა რა თქმა უნდა იქნება სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი. თუმცა, ეს თემა სხდომის ოქმში არ აისახება. როგორც ჩანს გიორგი მამალაძეს აქვს კომპრომატები საპატრიარქოზე. ეს ეხება მათ შორის პედოფილიას და მამათმავლობას სასულიერო წრეებში. საპატრიარქოს რა თქმა უნდა არ აწყობს ასეთი კომპრომატების გასაჯაროება. სწორედ ამიტომ, ისინი მამალაძეს ერთგვარ გარიგებასაც კი სთავაზობდნენ: საპატრიარქო მიმართავდა პრეზიდენტს მისი შეწყალების შუამდგომლობით, თუ დეკანოზი მის ბრალდებებს ცილისწამებად აღიარებდა. როგორ ჩანს, ეს შეთანხმება ვერ შედგა. ამიტომ, ახლა სინოდმა კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელოს გამოსავლის საძიებლად",- განაცხადა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა.

წმინდა სინოდის სხდომა ბოლოს 2018 წლის 27 დეკემბერს ჩატარდა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×