რეზონანსი
01.05.2019

 (რეზონანსი) რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ქალი, რომელიც რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. დაშავებული, რომელსაც თავი და წელი დაუზიანდა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„ბავშვთა საავადმყოფოში გადაგვყავს ასევე ბავშვი, რომელსაც დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა არაა გამორიცხული სხეულის დაჟეჟილობა ჰქონდეს" - უთხრეს "ბათუმელებს" სასწრაფო დახმარების სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×