რეზონანსი
01.05.2019

 (რეზონანსი) თბილისის მერის,კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია რა კონტექსტში გააკეთა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია.

კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება „ქართული ოცნების" პოზიციაა, თუ მხოლოდ თავად პრეზიდენტის, კალაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტი და პარტია „ქართული ოცნება" არ უნდა გაიგივდეს.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან" . ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატი, რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი, ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია. მისი თქმით, არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×