რეზონანსი
01.05.2019

 ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ქალმა, თვითმკვლელობა სცადა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც პრაიმტაიმს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, ახალგაზრდა ქალი კომაშია და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ორი შვილის დედაა. არსებული ინფორმაციით, ის ქმარს გაშორებული იყო და მშობლების სახლში ცხოვრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×