შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის გამოცდაზე, სტუდენტები, რომლებიც სტუდენტის ID ბარათს წარადგენს, 55 ლარის ნაცვლად, 15 ლარს გადაიხდიან.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ერთჯერადად. ანუ, თუ სტუდენტი პირველ გამოცდაზე ჩაიჭრება, მას შემდეგ მცდელობაზე, ჩვეულებრივ, 55 ლარის გადახდა მოუწევს.
სააგენტოს ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩასაბარებლად მსურველმა უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ერთეულს, ყოველ დღე კვირის გარდა (გამოცდები არ ბარდება თბილისში, ქავთარაძის 21-ში მდებარე ერთეულში). ასევე გასათვალისწინებელია, რომ შაბათ დღეს თეორიული გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია 13:00 საათამდე.