რეზონანსი
01.05.2019

 თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა ტენდერი დასრულდა და თბილისს მალე 220 ახალი ავტობუსი ეყოლება.

"საუბარია 8-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, WiFi  მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WiFi-ს სიგნალით დაფარვას", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×