რეზონანსი
01.05.2019

 ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გირგვლიანის საქმის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ მოსამართლე ლევან მურუსიძესთან დებატების დროს განცხადება გააკეთა:

“არც არ უნდა ატრიალოთ და გეგონოთ რომ ვერ გიპასუხებთ. მეტს ვიტყვი, რომ ჩვენ და ევროპულ საქართველოს ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს. ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. ისევე როგორც ერთნაირად გვესმის სამართლის უზენაესობის აუცილებლობა. ერთნაირად გვესმის ავტოკრატიული მმართველობის დაუშვებლობა. ჩემი ინიციატივით მოხდა ამ ბლოკის შექმნა. ისე, რომ ამ ბლოკის შექმნის საკითხი… რაღაც დამამცირებელი ფორმით, იმათ ხომ არ აგიფარეს, ამიფარეს რა ლეღვის ფოთოლი ვარ? მე შევთავაზე და მათ გაიზიარეს”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×