რეზონანსი
30.04.2019

 (რეზონანსი) ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი უფლებადამცველები ორი დღეა სოციალურ ქსელში ავრცელებენ კონცერტის აფიშას, რომელიც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღისადმი დაგეგმილ კონცერტს ეხება. აფიშაზე მითითებულია, რომ ამ კონცერტში მონაწილეობას იღებენ ნინო ქათამაძე და ანსამბლი "სუხიშვილები", რამაც ლგბტ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები გააღიზიანა.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ამ კონცერტში მონაწილეობას არ იღებს ნინო ქათამაძე, ის გამოცემა "ნეტგაზეთთან" ამბობს, რომ ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა დასძენს, რომ განსხვავებულობის გამო ადამიანების ჩაგვრა არ შეიძლება. მისივე თქმით, კონცერტის დღეს ის საქართველოშიც არ იქნება, შესაბამისად მონაწილეობასაც ვერ მიიღებს.

ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი უფლებადამცველელები დაუშვებლად მიიჩნევენ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას, რადგან მათი თქმით, ეს დღე არის ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×