რეზონანსი
30.04.2019

 (რეზონანსი) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე.

ერთმანეთს "ბეემვეს" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად 42 წლამდე ქალბატონი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა " რუსთავში " გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×