რეზონანსი
30.04.2019

28 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში 25 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ჩამომხრჩვალი საკუთარ ეზოში იპოვეს. გარდაცვლილმა ნ.კ-მ თავი ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა, სადაც თავად ფიგურირებდა.

„გასულ შაბათს, ნ.კ. სამსახურეობრივი ავტომანქანით ბათუმში 60 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნ.კ-ს წინააღმდეგ დაღუპულის ოჯახის წევრებს პოლიციისთვის არ მიუმართავს: “უბედური შემთხვევა მოხდა. თან გარდაცვლილი ჩვენი სოფლის სიძე აღმოჩნდა. არ უჩივლა ოჯახმა და პოლიციას არ დაუკავებია ნ.კ, მაგრამ ისე იმოქმედა მასზე მომხდარმა, დილით საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი ნახეს”,  წერს “გურიის მოამბე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×