რეზონანსი
30.04.2019

 (რეზონანსი) დილიდან ენგურის ხიდზე, გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმომსვლელთა რიგია - ამის შესახებ აფხაზეთიდან მომავალი მოქალაქეები იტყობინებიან.

„გადამსვლელებს საათობით გვიწევს რიგში დგომა, ხალხს ნელ-ნელა ატარებენ. მეორე რიგი კიდევ ცალკეა გახსნილი, სადაც ქრთამის სანაცვლოდ უშვებენ ხალხს და ამის გამო, ამ ხაზზე საათობით გვიწევს დგომა",- წერს ლანა კოკაია სოციალურ ქსელში და თან აფხაზურ-ქართულ საგუშაგო პუნქტზეე გადაღებულ ფოტოს ურთავს.

მოსახლეობის ინფორმაციით, მესაზღვრეები პუნქტს რამდენიმე საათის განმავლობაში გაურკვეველი მიზეზით არ ხსნიდნენ. თუმცა, ამ დროისთვის ადმინისტრაციული საზღვარი გახსნილია და მოქალაქეებიც ახერხებენ გალიდან ზუგდიდში გადმოსვლას.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×