რეზონანსი
30.04.2019

 უფლისციხის სასაფლაოზე, ოჯახის წევრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული 28 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს. გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

თანასოფლელების თქმით, ფიზიკური დაპირისპირება მამა-შვილს შორის მოხდა. მათივე ინფორმაციით, მამა-შვილს შორის უთანხმოება რამდენიმე თვეა გრძელდება და ქონებრივ დავაზე სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე 1-ლი პრიმა მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×