რეზონანსი
30.04.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში დეპუტატები პროტესტით შეხვდნენ. სასესიო დარბაზში შესულ სალომე ზურაბიშვილს კანონმდებლები ფეხზე არ წამოუდგნენ.

პროტოკოლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მისულ პრეზიდენტს კანონმდებლები ფეხზე წამოდგომით ესალმებიან. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის დარბაზში შესვლისას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები წამოდგნენ.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის თქმით, ოპოზიციისთვის სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს, რადგან ის პრეზიდენტის სასახლეში გაყალბებული არჩევნების შედეგად შევიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×