რეზონანსი
30.04.2019

 (რეზონანსი) საფრანგეთის პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტიდან ათობით ვიდეოთამაში მოიპარა. ინციდენტი ქალაქ ბუვეში მოხდა.

პოლიციის ცნობით, 41 წლის მამაკაცმა ვიდეოთამაშები ჩანთაში დამალა, რომელსაც ალუმინის ძირი ჰქონდა. ამ მეთოდით მოახერხა მან მოპარული ნივთების სუპერმარკეტიდან გატანა.

ბუვეს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც გაირკვა, მამაკაცმა აღნიშნული სუპერმარკეტიდან ნივთები 25 და 26 აპრილსაც მოიპარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×