რეზონანსი
30.04.2019

 "ბანერის ქვეშ ვტოვებ წითელ კვერცხებს, პასკას" - ასეთი სახის პოსტს სოციალურ ქსელებში დღესასწაულებზე ხშირად შეხვდებით. უკვე რამდენი წელია ჩვენი მოსახლეობა ე.წ. საზღვრისპირა საფლავებზე მისვლას ვერ ახერხებს.

ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ უკვე მე-5 წელია აღდგომის დღესასწაულზე საოკუპაციო ხაზთან მიდის და მასთან კვერცხებს, პასკასა და სანთელს დებს.

„მეხუთე წელია ტრადიცია მაქვს აღდგომის მეორე დღეს, საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილ მიცვალებულთა საფლავებს, ჩემს მამას, ახლობლებს მთლად ცხინვალიდან ვერა, მაგრამ მამისაანთ უბნის მისადგომებიდან ვულოცავ აღდგომას, ბანერის ქვეშ ვტოვებ წითელ კვერცხებს, პასკას, ვანთებ სანთელს და მთელი გულით ვწყევლი პუტინის ოკუპანტებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არ აძლევენ საშუალებას, მიცვალებულების წინაშე აღასრულონ ადამიანური ვალი... თერთმეტი წელი გავიდა... როდემდე?“ - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×