რეზონანსი
30.04.2019

 სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბია ცნობილი. ადგილობრივების თქმით, მამა-შვილს შო­რის ეს კონ­ფლიქ­ტის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო. მათი თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ლადო ლი­პარ­ტაშ­ვი­ლი მა­მის  სიმთვრალეს მუდმივად აპ­როტესტდე­ბა.

„სო­ფელ­ში ლა­დო­ზე ცუდს არა­ვინ იტყვის, თით­ქოს გა­მარ­ჯო­ბის თქმაც კი სცხვე­ნო­და. თუმ­ცა ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი ხში­რი იყო. წუ­ხელ, ღა­მი­თაც გივი ლი­პარ­ტაშ­ვი­ლი ნას­ვა­მი მი­სუ­ლა სახ­ლში, ზუს­ტად რაზე და­ი­წყო მათ შო­რის უთან­ხმო­ე­ბა არ ვიცი, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, რომ მათ შორს მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შემ­დეგ გივი ლი­პარ­ტაშ­ვი­ლი შვილს და­ნით ხელ­ში ეზო­ში ელო­დე­ბო­და და ეს შემ­თხვე­ვაც სწო­რედ სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში მოხ­და. შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში მხო­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლის დედა იყო, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და“ - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

სო­ფელ ჩუმ­ლა­ყის რწმუ­ნე­ბუ­ლის ზაზა რუ­ა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ მა­მა­კაცს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×