რეზონანსი
30.04.2019

 სიღარიბით სავსე ქვეყანაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჯამში მილიონ 321 ათას 461 ლარის ქონება შეიძინა.

ბინები, მიწის ნაკვეთები, მანქანები, არასაცხოვრებელი ფართები - ეს იმ ძვირადღირებული ქონების ჩამონათვალია, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერმა ჩინოვნიკმა 2012 წლიდან დღემდე დააგროვა, რაც მილიონ 321 ათას 461 ლარი დაუჯდა.

2017 წელს, კახა ბექაურმა ბათუმში, კერძოდ რუსთაველის ქუჩაზე ნომერ 4-6-ში 139 ათას დოლარად შეიძინა ბინა, რომელიც მეუღლის სახელზეა გაფორმებული.  იმავე მისამართზე იყიდა ავტოფარეხიც - 6 ათას დოლარად.

ბექაურმა, 2016 წელს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთიც იყიდა, რაშიც 52 ათასი დოლარი გადაიხადა.

კახა ბექაურმა, 2014 წელს ლისი ვერანდაზე, ტირიფების ქუჩაზე შეიძინა ბინა ნომერი 11 (გაფორმებულია მეუღლეზე), რომელიც 101 ათას 530 დოლარი დაუჯდა.  იქვე იყიდა არასაცხოვრებელი ფართიც - 5880 დოლარად.

მან, 2014 წელს ლისი ვერანდაზე, ტირიფების ქუჩაზე მეორე ბინაც (ნომერი 17) იყიდა, 80 ათას 520 დოლარად.

კახა ბექაურმა, 2015 წელს ბინა იყიდა დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებშიც, რომელიც 64 ათას 500 დოლარი დაუჯდა. იქვე შეიძინა ავტოფარეხიც - 8 ათას დოლარად.

კახა ბექაურის მეუღლემ კი, 2014 წელს ტოიოტა რავ 4 იყიდა, 32 ათას დოლარად.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კახა ბექაურმა ჯამში 489 ათას 430 დოლარის, ანუ 1 მილიონ 321 ათას 461 ლარის (კურსით 270) ქონება შეიძინა, რაც მისივე ქონებრივი დეკლარაციითაა დადასტურებული.

აღსანიშნავია რომ ბექაურს 2018 წლის 31 მაისის შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია (შესაბამისად, არ ვიცით, კიდევ რა ქონება შეიძინა ან შეიძინა თუ არა, მან რამე, 2018 ივნისიდან დღემდე).

(პრესა.ჯი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×