რეზონანსი
30.04.2019

 გურ­ჯა­ან­ში, სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ად­გლობ­რი­ვე­ბი ყვე­ბი­ან, რომ მამა-შვილს შო­რის ეს კონ­ფლიქ­ტის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო. მათი თქმით, გარ­დაც­ვლი­ლი ლადო ლი­პარ­ტაშ­ვი­ლი მა­მის გივი ლი­პარ­ტაშ­ვი­ლის ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ყოფ­ნას მუდ­მი­ვად აპ­როტ­სესტდე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ ბოლო კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ მამა შვილს და­ნით ხელ­ში, სა­კუ­თარ ეზო­ში ელო­დე­ბო­და.

"სო­ფელ­ში ლა­დო­ზე ცუდს არა­ვინ იტყვის, თით­ქოს გა­მარ­ჯო­ბის თქმაც კი სცხვე­ნო­და. თუმ­ცა ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი ხში­რი იყო. წუ­ხელ, ღა­მი­თაც გივი ლი­პარ­ტაშ­ვი­ლი ნას­ვა­მი მი­სუ­ლა სახ­ლში, ზუს­ტად რაზე და­ი­წყო მათ შო­რის უთან­ხმო­ე­ბა არ ვიცი, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, რომ მათ შორს მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შემ­დეგ გივი ლი­პარ­ტაშ­ვი­ლი შვილს და­ნით ხელ­ში ეზო­ში ელო­დე­ბო­და და ეს შემ­თხვე­ვაც სწო­რედ სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში მოხ­და. შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში მხო­ლოდ გარ­დაც­ვლი­ლის დედა იყო, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და "ამბებთან" სა­უ­ბრ­ისას ად­გი­ლობ­რივ­მა უჩა ქე­მაშ­ვილ­მა.

სო­ფელ ჩუმ­ლა­ყის რწმუ­ნე­ბუ­ლის ზაზა რუ­ა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ მა­მა­კაცს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

"მამა-შვილს შო­რის კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ ვი­ცო­დით, თუმ­ცა ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მშრო­მე­ლი და კარ­გი ხალ­ხია, მათ შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ძი­რი­თა­დად სას­მე­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ ხდე­ბო­და. წუ­ხე­ლაც მოს­ვლი­ათ კონ­ფლიქ­ტი, რა დრო­საც გივი ლი­პარ­ტაშ­ვილ­მა შვილს თა­ვის, მუც­ლის და გულ-მკერ­დის არე­ში ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი დარ­ჩა" - გა­ნაცხა­და ჩუმ­ლა­ყის რწმუ­ნე­ბულ­მა ზაზა რუ­ა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×