რეზონანსი
29.04.2019

შვიდი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში.

თვითმხილველთა განცხადებით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ოპელისა“ და „გოლფის“ მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ.

დაშავებულთა ნაწილი გორის ჰოსპიტალში, ნაწილი კი „გორმედში“ გადაიყვანეს.

მძიმეა ერთ-ერთი დაშავებულის, „გორმედში“ მოთავსებული 21 წლის გოგოს მდგომარეობა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გოგონას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×