რეზონანსი
29.04.2019

 (რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში დღეს მომხდარი 3 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 9 კი დაშავდა.

კერძოდ, მსხვერპლით დასრულდა ავარია სოფელ შინდისთან. გარდაცვლილია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი, ავტომობილში მყოფი მგზავრი კი, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით გორში, კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

რამდენიმე ადამიანი დაშავდა სოფელ ტყვიავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 3 მათგანი "გორმედში", 3 კი, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. ერთ ერთ-ერთ დაშავებულს, 21 წლის გოგონას ამ წუთებში "გორმედში" სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით, პაციენტი კლინიკაში კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს.

სოფელ ხელთუბანთან კი, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 მამაკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველო აწარმოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×