რეზონანსი
29.04.2019

რო­გორც ყო­ვე­ლი აღ­დგო­მის შემ­დეგ, წელ­საც, ორ­შა­ბათ სა­ღა­მოს თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია. ავ­ტო­ბან­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბაა. ამ დრო­ის­თვის შე­ფერ­ხე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბა ნატახტარიდან შეინიშნება. მართალია საცობი არ არის, მაგრამ ავტომობილები ძალიან ნელა გადაადგილდებიან. დე­და­ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლელ­თან სი­ტუ­ა­ცი­ას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არე­გუ­ლი­რე­ბენ და შედარებით უკეთესი ვითარებაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ხა­შუ­რი­სა და ზეს­ტა­ფო­ნის მო­ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც აღ­დგო­მის დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით იტ­ვირ­თე­ბა, წელს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი თით­ქმის შე­უ­ფერ­ხებ­ლად მოძ­რა­ობ­დნენ.

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×