ბოლო წლების განმავლობაში ყაზახეთში ყველაზე აქტუალური თემა იყო - რა იქნება ნურსულტან ნაზარბაევის პოსტიდან წასვლის შემდეგ და ვინ შეცვლის პირველ პრეზიდენტს, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა თანამედროვე და წარმატებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის - რა ელის ქვეყანას, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერად და 21-ე საუკუნის სახელმწიფოებრიობის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების თანამედროვე მოდელად ჩამოყალიბდა პლანეტის ამ რთულ რეგიონში.
ნაზარბაევმა ამჯერადაც გააკვირვა ყველა თავისი შორსმჭვრეტელობითა და პოლიტიკური ალღოთი - ხელისუფლების მაქსიმლურად უმტკივნეულოდ გადაცემისა და სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად 19 მარტს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტოვებს სახელმწიფო მეთაურის თანამდებობას და თავის პოსტს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადასცემს პარლამენტის თავმჯდომარე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს. თანამედროვე ყაზახეთის ისტორიაში ამის პრეცედენტი არ ყოფილა.
აყაზახეთის მეთაურს კარგად ესმოდა, რომ ქვეყანას სჭირდებოდა ისეთი ხელმძღვანელი, ვინც შეძლებდა მუშაობას გარდამავალ პერიოდში - ახალი პრეზიდენტის არჩევამდე.
ტოკაევის კანდიდატურა ამ მხრივ იდეალურია: მას გააჩნია სახელმწიფოზე მუშაობის დიდი გამოცდილება და სტატუსი საერთაშორისო პოლიტიკაში. ტოკაევი იყო გაერო-ს განყოფილების გენერალური დირექტორი ჟენევაში. პარლამენტის სპიკერი ყაზახეთში იერარქიით მეორე ფიგურაა ქვეყანაში პრეზიდენტის შემდეგ.
სახელმწიფოს დროებითმა მეთაურმა ვადამდელ არჩევნებამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ ნაზარბაევის პოლიტიკა გაგრძელდება. ამით, უპირველესად ყოვლისა, ქვეყნის მცხოვრებლები არიან დაინტერესებული, მათ ნაზარბაევი ხელფასების გაზრდასა და სოციალურად დაუცველი ფენების მხარდაჭერას დაჰპირდა.
სტაბილურობა ყაზახეთის მთელ მოსახლეობას სჭირდება, რომელიც, მეზობელი ყირგიზეთისაგან განსხვავებით, პოლიტიკური არეულობებისათვის მორალურად მზად არ არის. ძნელია, პრეზიდენტ ნაზარბაევს ბრალი დასდო სპონტანურობაში, გამოცდილი პოლიტიკოსი ყველა ნაბიჯს ითვლის გადაწყვეტილების მიღებამდე.
უბრალო მაგალითი - 25 წლის წინ მან პირველად გაახმოვანა მოსკოვში თავისი იდეა საბაჟო კავშირის შექმნის შესახებ და მიმდინარე წელს ამ ორგანიზაციამ თავისი არსებობის ხუთი წლის იუბილე აღნიშნა.
ნავთობზე მაღალი ფასის არსებობის პერიოდში ნაზარბაევმა შექმნა ნაციონალური ფონდი, როგორც ერთგვარი უსაფრთხოების ბალიში, სადაც მიემართებოდა ნავთობიდან მიღებული შემოსავალი, როდესაც ბარელის ღირებულება 100 დოლარს აღწევდა.
გათვალა რა ფასის ვარდნა ნავთობპროდუქტებზე, ქვეყანაში გამოცხადდა ინდუსტრიული განვითარების ფორსირებული პროგრამა, როდესაც პრიორიტეტული გახდა ეკონომიკის უფრო დანახარჯიანი მიმართულებები, რომლებიც აუცილებელი იყო ბიუჯეტისათვის, როდესაც ბარელზე ფასი 40 დოლარამდე დაეცა.
რაღა თქმა უნდა, მშპ-ის ზრდის ტემპი ყაზახეთში ჯერ კიდევ არ არის იდეალური, თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისში მშპ-ის ზრდის ტემპმა 3,8% შეადგინა. კარგად ვითარდება მსუბუქი მრეწველობა, სასმელებისა და პლასტმასის წარმოება, სამშენებლო მასალებისა და მანქანათმშენებლობის მიმართულება.
თავის მიმართვაში ქვეყნის მოსახლეობის მიმართ ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ სამყაროს ელის მორიგი ეკონომიკური პრობლემები, რისთვისაც მორალურად მზად უნდა იყოს ყაზახეთი.
ცვლილებების წელიწადი სახელმწიფოში უნდა ყოფილიყო 2020, როდესაც უნდა გამართლიყო მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები. საიმისოდ, რომ აეცილებინა თავიდან გადადებული სტარტის ეფექტი, როდესაც ყველა ელის არჩევნების შედეგებს, მათ შორის - მსხვილი ბიზნესი, ინვესტორები, სახელმწიფო სამსახურები - ტოკაევის განცხადება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ არის საუკეთესო გამოსავალი უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად. ცხოვრება დროის პაუზაზე 18-მილიონიანი ყაზახეთისათვის დიდი ფუფუნებაა. ახალი პრეზიდენტის დროულად არჩევა დადებითად იმოქმედებს ყაზახეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არის გარანტი სამართლიანი არჩევნების გასამართად. "ახლა ჩვენ ისტორიულ მომენტს გავდივართ. უმაღლესი ხელისუფლება ყაზახეთში გადაცემული იქნა მშვიდობიან გარემოში კონსტიტუციის სრული დაცვით, რამაც გამოიწვია მთელი საერთაშორისო საზოგადოების პატივისცემა ყაზახეთის მიმართ", - თქვა ტოკაევმა.
ნურსულტან ნაზარბაევის ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია არა მარტო ყაზახეთში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, არამედ შეიძლება გახდეს გავლენის მომხდენი მთელ რეგიონზე, როგორც ხელისუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული ტრანზაქციის მოდელი.