(რეზონანსი) ხალხი საფლავებზე რუსი ოკუპანტების და ქართველი სამართალდამცველების პატრულირების ფონზე გადის - ვითარება შიდა ქართლში
შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები დილიდან საფლავებზე გადიან.
„ნიუპოსტის" კორესპონდნეტის ცნობით, მათ უსაფრთხოებას ქართველი სამართალდამცველები იცავენ. არარსებული საზღვრის მეორე მხარეს პატრულიებენ რუსი ოკუპანტები. სოფელ ნიქოზის სასაფლაოზე, საიდანაც რამდენიმე დღის წინ გადატაცება მოხდა, ახლა ხალხმრავლობაა.
„ჩვენ ოსების არ გვეშინია. რუსების გვეშინია, რომლებიც მუდმივად ჩასაფრებულები არიან და ადამიანებს იტაცებენ. დღეს მშვიდობაა, პოლიცია პატრულირებს და ყველა თავისუფლად გადის საფლავზე."-აცხადებს „ნიუპოსტთან" საუბრისას ადგილობრივი მცხოვრები ლეილა ჭულუხაძე.
ნიქოზში ამბობენ, რომ 2008 წლის შემდგომ შექმნილი ბარიერების მიუხედავად, საფლავებზე მაინც გადიან, თუმცა, უსაფრთხოების ზომებს ამ დღეს განსაკუთრებულად იცავენ.
(ნიუპოსტსი)