რეზონანსი
29.04.2019

 შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

69 წლის მამაკაცის დაკავების ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ურთიერთშელაპრაკების დროს მამამ შვილს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით გუკლმკერდის არეში მიაყენა.

40 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. მათივე თქმით, მამასა და შვილს შორის კონფლიქტი ხშირი იყო. ცნობილია, რომ დაკავებულის მიმართ პოლიციას შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გაცემული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×