რეზონანსი
29.04.2019

 (რეზონანსი) ჭიათურაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მძღოლს ავტომობილი დაუგორდა, რომლის დროსაც ბავშვს დაეჯახა. 13 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

ამასთან, შემთხვევიდან რამდენიმე საათში ავტომობილის მძღოლიც გარდაიცვალა, რომელიც 83 წლის იყო. ადგილზე ვარაუდობენ, რომ ის ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×