რეზონანსი
29.04.2019

 (რეზონანსი) ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა, დავით გარეჯის ირგვლის განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"გარეჯში, ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული სახელმწიფოს მესაზღვრეების რაოდენობა გაიზარდა 18-მდე. ჩვენი მესაზღვრეების რაოდენობა რჩება უცვლელი. 4-6. ასეთ ამბავს გვეუბნება მამა კირიონი. იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაკეტავენ აღდგომის ტაძართან და ლავრაში მისასვლელ გზებს, და ალბათობა ამისა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მაშინ მოვუწოდებ საზოგადოებას თვითორგანიზებისკენ და ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად გარეჯში წასვლისკენ!

მოვუწოდებ ჩვენ ხელისუფლებას სასწრაფოდ ჩაერთოს და განმუხტოს არსებული უმძიმესი სიტუაცია. პასუხისმგებელმა პირებმა გააკეთონ შესაბამისი კომენტარები და დაიწყონ მოქმედება! დღეს შედეგს ვერ ვხედავთ, პირიქით, სიტუაცია მძიმდება!! სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება დემილიტაციის კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, არსებობს საფუძვლიანი არგუმენტები იმისა, რომ გარეჯის მიმდებარე ტერიტორიები უკანონოდ არის გადაცემული აზერბაიჯანული მხარისთვის. (საუბარია 5 600 ჰექტარზე. წყარო-მამა კირიონი). არავის მივცეთ უფლება წაგვართვან ჩვენი ისტორიული მიწები! ძალა ერთობაშია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!", - წერს ქაცარავა ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×