რეზონანსი
29.04.2019

 ეკონომიკური ზრდის არსებული დონის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაახლოებით 15 წელიწადში მიაღწიოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ახლანდელ დონეს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშშია ნათქვამი.

მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლები თითქმის თანაბარია. თუმცა, ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, მიზნობრივ მაჩვენებლამდე საქართველოს 15 წელი აშორებს, სომხეთს - 20 წელი, აზერბაიჯანს კი, თითქმის 50 წელი.

ყველაზე ახლოს საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან ყაზახეთი და თურქმენეთი არიან, რომლებსაც მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა 10 წლამდე პერიოდში შეუძლიათ.

მსგავსი შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2018 წლის ნოემბრის ანგარიშშიც გააკეთა. მაშინ ითქვა, რომ საქართველო აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ახლანდელ დონეს 18 წელიწადში მიაღწევდა, სომხეთი - 23-ში, აზერბაიჯანი კი - 45-ში.

საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის (ერთ სულ მოსახლეზე) საშუალო მაჩვენებელზე შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, ბულგარეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, კოსოვო, მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი, ხორვატია და მონტენეგრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×