რეზონანსი
29.04.2019

 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ურჩია, ადამიანის უფლებების აღდგენა მიხეილ სააკაშვილით დაიწყოს და მას მოქალაქეობა დაუბრუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

"რაც შეეხება თავისუფლებას, ეს სჯობს დავიწყოთ არა რუსეთიდან, არც რუსებიდან, არამედ ქართველებიდან ან ყოფილი ქართველებიდან. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა, თუ უკრაინის პასპორტს დაუბრუნებენ ადამიანს, რომელიც ადრე ქართველი იყო, ახლა კი თავს უკრაინელად თვლის, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში 2018 წლის თებერვალში გააძევეს. მას 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.

(1tv.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×