რეზონანსი
29.04.2019

 მოსკოვში პოლიციამ ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტი" შალვა ხუჭუა დააკავა, რომელიც ცნობილია მეტსახელით "როკო". გამოცემა "მაშის" ცნობით, სამტრედიელ 36 წლის "კანონიერი ქურდს" ნარკოტიკული საშუალებები აღმოუჩინეს.

დაკითხვისას, სამართალდამცავების კითხვაზე - "ხართ თუ არა კანონიერი ქურდი?", ხუჭუამ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.  "როკო"  ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა მოქმედ "კანონიერ ქურდად" მიიჩნევა. მას 2001 წელს, 18 წლის ასაკში, "ყველა ავტორიტეტის ავტორიტეტის" ტიტული მიანიჭეს.

რუსეთის დუმის მიერ მიღებული ახალი კანონის თანახმად, კრიმინალური დაჯგუფებების იერარქიაში უზენაესი თანამდებობის დაკავების შესახებ სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×