რეზონანსი
29.04.2019

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გვიან ღამით, მამამ შვილი მოკლა. ნასვამ მდგომარებაში მყოფმა, 69 წლის გივი ლიპარტაშვილმა, 39 წლის ლადოს ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში მიაყენა.

მკვლელობის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამა-შვილს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.

გივი ლიპარტაშვილი უკვე დაკავებულია. გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×