რეზონანსი
29.04.2019

 უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება. ვლადიმირ პუტინის  ინიციატივაა, ყველა უკრაინის მოქალაქისთვის  გამარტივდეს რუსეთის პასპორტების აღება.

ფეისბუქზე საპასუხო პოსტშიკი ზელენსკიმ დაგმო ინიციატივა. მან განაცხადა, რომ არ ფიქრობს, მისი თანამემამულეების უმრავლესობა შეთავაზებას დათანხმდეს.

„უკრაინელები თავისუფალი ხალხია, თავისუფალ ქვეყანაში. მე ვთავაზობ უკრაინის მოქალაქეობას  ყველა ადამიანს, რომელიც ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის პირობებში იტანჯება, მაგრამ პირველ რიგში, რუს ხალხს, რომლებიც ყველაზე მეტად იტანჯებიან“, - თქვა მან.

ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის მოქალაქეობა შესთავაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×