რეზონანსი
28.04.2019

 ერთი ადამიანი დაიღუპა ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა ახმეტა-ჩაჩხრიალის გზაზე მოხდა. „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გადაბრუნდა. ავტომანქანაში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე გარდაიცვალა ავტომანქანის მძღოლი. დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები, რომელთა დახმარებითაც მოხერხდა გადავარდნილი ავტომობილიდან ცხედრის გადმოტანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×