სააღდგომო ეპისტოლეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ქვეყნიერების აღსასრულის ზუსტ დროზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ: "იგი დაფარულია თვით ანგელოზთათვისაც, თუმცა ცალკეული წინასწარი ნიშნები ამ დღის დადგომისა განკაცებულმა უფალმა გვაუწყა".
ბოლო ჟამის შესახებ საგულისხმოა აგრეთვე წმინდა წერილში გადმოცემული ისტორიაც სოდომისა და გომორის შესახებ, სადაც გაბატონებულმა უკიდურესმა გარყვნილებამ და ზნედაცემულობამ ღმერთი იმდენად განარისხა, რომ მათი განადგურება გადაწყვიტა. აბრაამ მამათმთავარი უფალს ევედრებოდა, რომ ამ ქალაქებში თუ ორმოცდაათი, ან თუნდაც უფრო მცირე რაოდენობით იქნებოდნენ მართალნი, არ აღეგავა ისინი პირისაგან მიწისა. უფალმა დაუთმო და ბოლოს ათზე დათანხმდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლოთის ოჯახის გარდა, მართალი არავინ იყო.
ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვცხოვრობთ, როგორი იქნება ჩვენი რწმენა და სიყვარული; ეს განსაზღვრავს არა მარტო პირადად ჩვენს მომავალს, არამედ, - ქვეყნის და მსოფლიოს ხვედრსაც". - ამბობს პატრიარქის 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლეში.