რეზონანსი
27.04.2019

 კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე საუბრობს.

"19 მაისს ტესტი იქნება პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, თუ რა ტიპის არჩევნების ჩატარებას აპირებს უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ასეთი მარტივი უკვე აღარ იქნება სახელისუფლო რესურსის გამოყენება, რომელზეც მან უკვე მიიღო მკაცრი შენიშვნა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან.

სახელმწიფო ინტერესებზე უფრო პარტიული ინტერესები იქნება დომინირებული, თუ განმეორდება საპრეზიდენტო არჩევნები ან კორცეხელი ან მარნეული, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს უკვე ძვირი დაუჯდება არა რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს, თითოეულ ჩვენგანს.

მე მართლა მეშინია, კორცხელი არ განმეორდეს. ამაშია საქმე, მე აქ ვხედავ პრობლემას", - განუცხადა "ახალ თაობას" ალაფიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×