რეზონანსი
27.04.2019

 (რეზონანსი) „უნივერსალ ფიქჩერზი" და „ეიჩბიოუ" - ეს აბრევიატურები დიდ წარდგენას არ საჭიროებს. მათი წარმომადგენლები, ანუ ამერიკელი კინომწარმოებლები საქართველოს სტუმრობენ. მიზანი კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის გაცნობაა.

საქართველოში მათი მასპინძელი „ აწარმოე საქართველოში„-ს პროგრამის შემოქმედებითი ჯგუფია.

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სტუმრები ქართველ კინომწარმოებლებსა და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, გაეცნობიან ქართული კინოს წარმოების შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას.

ისინი 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, უფლისციხეს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს. ცნობილ ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „TRANSFORMERS", „WE NEED TO TALK ABKEVIN ", „ STAR WARS: The Force Awakens",

ამერიკული კინოწარმოების მაღალი რანგის წარმომადგენლების დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" მოწვევით, 25 აპრილს ეწვია და 1-ელი მაისის ჩათვლით კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს შეისწავლის. მათი ვიზიტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×