რეზონანსი
27.04.2019

 (რეზონანსი) ზესტაფონში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

"პირველის" იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე სავალი გზიდან გადავარდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიუება 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×