რეზონანსი
27.04.2019

 (რეზონანსი) აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 6 პროცენტული პუნქტით უსწრებს. აღნიშნული მონაცემები Hill-HarrisX- ის გამოკითხვით დასტურდება.

გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ ისინი ჯო ბაიდენს მისცემენ ხმას, 37% კი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს. გამოკითხულთა 15% -მა აღნიშნა, რომ მათ ჯერ არჩევანი არ გაუკეთებიათ. დანარჩენი 5% ხმას სხვა კანდიდატს მისცემს.

კვლევა ჯო ბაიდენის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო.

25 აპრილს, აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

მისი თქმით, დღესდღეობით, შეერთებული შტატების ძირითადი ღირებულებები "საფრთხის ქვეშ" არის.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი ან ბერნი სანდერსი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტები იქნებიან.

76 წლის ჯო ბაიდენი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია 2020 წლის თებერვალში დაიწყება. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.

პირველად, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა 1988 წელს წარადგინა, მაგრამ შემდეგ ის წინასაარჩევნო კამპანიისას პლაგიატში დაადანაშაულეს. მას პრეზიდენტობა 2008 წელსაც სურდა, მაგრამ თანამდებობა ბარაკ ობამამ დაიკავა. ჯო ბაიდენი მის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×