რეზონანსი
27.04.2019

 ფოთში, 4 დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 წლის გოჩა დაუთაშვილი გარდაიცვალა.

ის ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში, უგონო მდგომარეობაში მოათავსეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 22 აპრილს, ნაბადის უბანში, მსუბუქი ავტომანქანა ელექტრო ბოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.

„ბზობის საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, გოჩა მისი სახლის წინ იდგა. ამ დროს დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, ბევრი მანევრის შემდეგ ელექტრო ბოძსდაეტაკა. გოჩას ბოძის ნამსხვრევები მოხვდა თავში და გონება დაკარგა. 4 დღე იწვა უგონო მდგომარეობაში, აპარატზე შეერთებული ქ. ქუთაისის საავადმყოფოში. დღეს კი გულმა შეწყვიტა მუშაობა და გარდაიცვალა“, – განაცხადა დაღუპულის მეზობელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×