რეზონანსი
27.04.2019

 (რეზონანსი) "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"პირველ სექტემბერს რომ მიგვიხაროდა სკოლაში, ისეთი გრძნობით მივდივარ მომავალ კვირას პარლამენტში. სამშაბათის პლენარულ სხდომაზე განათლების და კულტურის კომიტეტი გემრიელ პასკებს დაგვირიგებს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კი ნაკურთხ კოკა-კოლას.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი კიდევ ერთხელ დააყენებს პარლამენტის ეზოში ეკლესიის აშენების საკითხს.

ლაშა ჟვანიასაც ველით, სანამ წასულა, ცეცხლით ხელში. პრეზიდენტის სახელით დაგვლოცავს. სულის სიმხნევეს და ეკონომიკურ ზრდას გვისურვებს 5 პროცენტის ფარგლებში. "ღვისმშობლის წილხვედრი რომ არ ვყოფილიყავით, ამათ ხელში ხომ დაგვემხობოდა ქვეყანა თავზეო", ჩაიბუზღუნებს მავანი ოპოზიციონერი. სატანისტები ესენი", - წერს გორიციძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×