რეზონანსი
27.04.2019

 (რეზონანსი) ქობულეთის საავადმყოფოში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ემბრიონის ფაქტზე „ევექსის" პრესსამსახურში განმარტებებს აკეთებენ.

პაციენტი, რომელმაც სავარაუდოდ თვითაბორტი გაიკეთა, კლინიკაში ინტოქსიკაციის ჩივილებით შევიდა. კლინიკაში ირწმუნებიან, რომ ქალი უარყოფდა ორსულობას. მოგვიანებით კი, მედპერსონალმა კლინიკის საპირფარეშოში მკვდარი ემბრიონი აღმოაჩინა.

ადმინისტრაციამ კი, თავის მხრივ, ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდა. პრესსამსახურის ცნობით, პაციენტი მომხდარის შემდეგაც უარყოფდა ორსულობისა და სავარაუდო თვითაბორტის ფაქტს. მომხდარის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსაც შეატყობინეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტი ექიმთან ორსულობის მიზეზით არ მისულა.

სხვა დეტალებზე კლინიკაში არ საუბრობენ. საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო.

"აჭარის ტელევიზია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×