რეზონანსი
27.04.2019

 (რეზონანსი) მომღერალი ნინი ქარსელაძე ფეისბუზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მიუხედავად ამდენი ტალახის სროლისა და ზღვა აგრესიისა, მაინც ბოლომდე ვცდილობ ადამიანებზე წარმოდგენა არ წამიხდეს. ასეთი დაბოღმილი, აგრესიული და გაბოროტებული ხალხი, ჩემდა სამწუხაროდ არსად არსებობს. რა თქმა უნდა ძალიან ბევრს არ ვგულისხმობ!

დილიდან ყველა სააგენტოს აქვს გაზიარებული, რომ 30 რიცხვში, უკვე მეორე წელია იგეგმება ჩემი და ქუჩის ბიჭების კონცერტი ყვარელში.

ამდენი ღვარძლი სად შეაგროვეთ? როგორ იტევს თქვენი ორგანიზმი? რამ გაგამწარად ასე? რაღაც არ მახსოვს თქვენი უზნეო, გაბოროტებული და მდაბიო კომენტარები წინა მთავრობას უცხოელი მომღერლები, რომ ჩამოყავდა და მილიონებს უხდიდა! გული მტკივა, სამწუხაროა, რომ ამ პატარა ქვეყანაში ამდენი გაბოროტებული და დაბოღმილი ადამიანია. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ასე როგორ შეგიძლიათ ქართველებმა ქართველი გაწიროთ? თქვენი მხარდამჭერები თქვენივე სარკეა. არაფერი გვეშველება. P.S. მამა ღმერთი, რომ ჩამოვიდეს ისიც ვეღარ უშველის ამ სიბოროტეს", - წერს მომღერალი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×