რეზონანსი
27.04.2019

 (რეზონანსი) ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს. ემბრიონი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და კლინიკამ შესაბამისი სამსახური გამოიძახა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ინფორმაცია თავდაპირველად „25-ე არხმა" გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×